5 რჩევა ავიაბილეთების იაფად შესაძენად




ავიაბილეთების ხელსყრელად შეძენისათვის არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც ამ სტასტიის მეშვეობით გაგაცნობთ

5 რჩევა ავიაბილეთების იაფად შესაძენად
5 რჩევა ავიაბილეთების იაფად შესაძენად

ავიაბილეთების ხელსყრელად შეძენისათვის არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც ამ სტასტიის მეშვეობით გაგაცნობთ :

 1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ავიაბილეთის თვე ნახევრით ან ორი თვით ადრე დაჯავშნა, რადგან სანამ ავიაბილეთებზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდება და თვითმფრინავში ადგილების რაოდენობაც შეიზღუდება, რაც თავისთავად გამოიწვევს ფასების გაზრდას, თქვენ შეძლებთ
ავიაბილეთის ყიდვა შედარებით დაბალ ფასად მოასწროთ.

2. ავიაბილეთებიის ფასები, ასევე ცვალებადია სეზონების მიხედვითაც. მართალია,ზაფხული და საშობაო პერიოდი სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველია,მაგრამ თუ თქვენთვის პრიორიტეტი დაბალბიუჯეტური მოგზაურობაა,ნუ აირჩევთ წელიწადის ამ სეზონებს სამოგზაუროდ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ aviabiletebi iafad.

3. ყოველთვის ეცადეთ, რომ სამოგზაუროდ აირჩიოთ შუა კვირა და შაბათ-კვირას სადმე გამგზავრებისგან თავი შეიკავოთ, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურთა რაოდენობა შედარებით დაბალია. ასევე, შეეცადეთ შეარჩიოთ დილის ან ღამის რეისი, რადგან დღის ამ მონაკვეთებში ფრენის მსურველთა რიცხვი ნაკლებია დილით ადრე ადგომის ან ღამის გათენებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

4. თუ ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა გაქვთ დაგეგმილი, უჯობესია თუ თავიდანვე ერთად შეიძენთ, რადგან ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები თუ სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის დროს.

5. თუ თქვენ კარგად შეარჩევთ ისეთ საძიებო სისტემას, სადაც სხვადასხვა ავიაკომპანია თუ სააგენტო ერთ სივრცეში იქნება მოქცეული , თქვენ შეძლებთ საუკეთესო ვარიანტის შერჩევას. არჩევანის გაკეთებაში თქვენ
Avia.ge ვებსაიტი ან აპლიკაცია დაგეხმარებათ და მოგზაურობის დაგეგმვას უფრო მარტივად და კომფორტულად შეძლებთ.