10 რჩევა თუ როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად




ზაფხულის დადგომასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება მოგზაურობის მსურველთა რიცხვი, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სტატიის საშუალებით მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძნოთ ავიაბილეთები იაფად.

10 რჩევა თუ როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად
10 რჩევა თუ როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად

ზაფხულის დადგომასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება მოგზაურობის მსურველთა რიცხვი, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სტატიის საშუალებით მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ შეიძნოთ ავიაბილეთები იაფად.

  1. თუ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას თვე ნახევრით ან ორი თვით ადრე დაიწყებთ, თქვენ შეძლებთ ავიაბილეთების იაფად შეძენას, რადგან ამ პერიოდში თვითმფრინავში  თავისუფალი ადგილების რაოდენობა ბევრია და ფასები ავიაბილეთებზე დაბალია, ხოლო რაც უფრო ახლოვდება ფრენის დრო და ადგილების რაოდენობაც იზღუდება, ავიაკომპანიები ბილეთების ფასებს კიდევ უფრო ზრდიან.

 2. სამოგზაუროდ უმჯობესია თუ აირჩევთ შუა კვირას და უარს იტყვით შაბათ-კვირაზე,  რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურთა რაოდენობა შედარებით დაბალია.

 3. თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ შეიძნოთ დილის ან ღამის რეისი, ეს თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ბიუჯეტურს გახდის.დღის ამ მონაკვეთებში ფრენის მსურველთა რიცხვი ნაკლებია დილით ადრე ადგომის ან ღამის გათენებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

 4. Მართალია, ზაფხული და საშობაო პერიოდი სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველია, მაგრამ თუ თქვენთვის პრიორიტეტი დაბალბიუჯეტური მოგზაურობაა, ნუ აირჩევთ წელიწადის ამ სეზონებს სამოგზაუროდ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად.
 
 5. თუ რომელი ქალაქი უკვე შერჩეული გაქვთ სამოგზაუროდ, მაგრამ ავიაბილეთის ფასი ამ მიმართულებით მაღალია, არ არის აუცილებელი პირდაპირ ამ ქალაქში გადაფრინდეთ. შეიძლება გარკვეულ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ტრანზიტული ფრენით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ თანხა და იფრინოთ იაფად.თუმცა, გაინთვალისწინეთ, რომ ფრენებს შორის შუალედი მინიმუმ 2-3 საათი უნდა იყოს და აეროპორტის შეცვლაც არ უნდა გიწევდეთ, რათა ფრენაზე დაგვიანებას ან სხვა პრობლემებს თავი აარიდოთ.

 6. თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ან ქალაქში მოსახვედრად თვითმფრინავთან ერთად შეგიძლიათ სხვა ტრანსპორტიც გამოიყენოთ. Მაგალითად, აირჩიეთ ახლომდებარე ქვეყანა, სადაც ავიაბილეთების ფასი შედარებით დაბალია და შემდეგ ავტობუსით ან მატარებლით გაემგზავრეთ თქვენს საოცნებო ადგილას.

 7. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად აპირებთ გამგზავრებას, შეეცადეთ ბილეთები ცალ-ცალკე შეიძნოთ და არა ჯგუფურად. Მაგალითად, როდესაც კონკრეტულ ფასზე ერთი ან ორი ადგილია დარჩენილი, ამ ადგილების გაყიდვის შემდეგ ბილეთის ფასი იზრდება,ამიტომ შეგიძლიათ 2 ბილეთი დაბალ ფასზე იყიდოთ, დანარჩენი კი უკვე მომატებულ ფასზე და გარკვეული თანხა დაზოგოთ, მაგრამ თუ რამდენიმე ბილეთს ერთად აირჩევთ, ავიაკომპანია უკვე გაძვირებულ ფასს შემოგთავაზებთ.

8. გამოცდილი მოგზაურები ხშირად მიმართავენ „დამალული ქალაქის“ ხერხს.მოძებნეთ ისეთი ტრანზიტული ფრენა, რომელიც თქვენთვის სასურველი მიმართულების გავლით იქნება, აღარ გამოიყენოთ შემდეგი ფრენა და უბრალოდ დარჩით ამ ქალაქში სამოგზაუროდ. Მაგრამ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩასაბარებელი ბარგი გაქვთ ორივე ფრენას ერთი და იგივე ავიაკომპანია ასრულებს, თქვენი ბარგი პირდაპირ საბოლოო დანიშნულების ქალაქში ჩავა, ამიტომ აირჩიეთ ისეთი რეისი, რომელიც სხვადასხვა ავიაკომპანიებისგან იქნება შედგენილი.

9. მას შემდეგ, რაც სამოგზაუროდ მიმართულებასა და თარიღებს შეარჩევთ, ხშირად ამოწმებთ ფრენები, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება უკვე შეძენილი ბილეთები გაუქმდეს და საკამოდ დაბალ ფასად შეძლოთ თქვენთვის სასრუველი ავიაბილეთების შეძენა.

10. და ბოლოს, ავიაკომპანიები პერიოდულად გვთავაზობენ ხოლმე ფასდაკლებებს კონკრეტულ ან ყველა მიმართულებაზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ და თვალი ადევნეთ avia.ge-ის, სადაც მსგავსი ინფორმაციები ყოველთვის დროულად გამოქვეყნდება.