Aviabiltebi Avia.ge



10 გადაუდებელი საქმე რაც ახალ წელს უნდა გააკეთო

შეწყვიტეთ დრომოჭმული ურთიერთობები: თუ გრძნობთ, რომ რომანი ნელ-ნელა ფინალისკენ მიექანება, თუ ამჩნევთ, რომ სმს-ების ნაკადში ფაქიზი და ნაზი სიტყვების მარაგი ილევა და ა.შ. მოიკრიბეთ ძალა, აღიარეთ რეალობა და დაშორდით ადამიანს. სჯობს, პირველი წახვიდეთ, ვიდრე თავი მიტოვებულად იგრძნოთ. საბაბის მოგონებაც არაა საჭირო, უბრალოდ, სიმართლე თქვით. აუხსენით, რომ ურთიერთობის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავთ, რადგან მმაჩის ბიუროს კარი თქვენგან ახლა ისევე შორსაა, როგორც გაცნობის პირველ დღეს.




10 გადაუდებელი საქმე რაც ახალ წელს უნდა გააკეთო

გრძნობები

შეწყვიტეთ დრომოჭმული ურთიერთობები: თუ გრძნობთ, რომ რომანი ნელ-ნელა ფინალისკენ მიექანება, თუ ამჩნევთ, რომ სმს-ების ნაკადში ფაქიზი და ნაზი სიტყვების მარაგი ილევა და ა.შ. მოიკრიბეთ ძალა, აღიარეთ რეალობა და დაშორდით ადამიანს. სჯობს, პირველი წახვიდეთ, ვიდრე თავი მიტოვებულად იგრძნოთ. საბაბის მოგონებაც არაა საჭირო, უბრალოდ, სიმართლე თქვით. აუხსენით, რომ ურთიერთობის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავთ, რადგან მმაჩის ბიუროს კარი თქვენგან ახლა ისევე შორსაა, როგორც გაცნობის პირველ დღეს.

მართალია, არსებობს პატარა შანსი, რომ ეს განდობა და გადაწყვეტილება ერთ დროს რჩეულს გამოაფხიზლებს და შეახსენებს, რა განძს კარგავს. თუმცა ამაზე გათვლა არ ღირს. უფრო მეტიც, საახალწლო წვეულებების, სეირნობების ბობოქარ ნაკადში იქნებ ბევრად უფრო მიზანშეწონილია, თავისუფალი დარჩე, იქნებ სწორედ ახლა იპოვო ის - ნამდვილად შენი ადამიანი, ან უბრალოდ ვინმე საინტერესო გაიცნო. ვინ იცის.

შეურიგდით მათ, ვისზეც ნაწყენი ხართ
ახალი წელი შერიგების მშვენიერი საბაბია. თუ წვრილმანის გამო იჩხუბეთ და უკვე ლამის თვეა, გაფხორილ ინდაურებს თამაშობთ, გადადგით შემხვედრი ნაბიჯი. შეიძლება, დახურულ კარს დაეჯახოთ - ამისთვისაც უნდა იყოთ მზად. მაგრამ თუ მასაც ისე ენატრებოდით, როგორც თქვენ გენატრებოდათ - წარმატების შანსი დიდია.

უნდა გაიხსენოთ, კიდევ ვისთან მოასწარით ტყუილ-უბრალოდ წაკინკლავება, ვინ არ მოგინახულებიათ დიდი ხანია. ძველი მეგობრული კავშირის განსაახლებლად ახალი წელი მშვენიერი მოტივია. სხვასაც გაახარებთ და თქვენც გაგეხარდებათ.

არავინ დაობს იმაზე, რომ სულელური განშორების შემდეგ საკუთარი თავის შეხსენება უხერხულიცაა და თან არც ისე ადვილია, მაგრამ გაყინულ მეგობრობას საახალწლო ბარათი და გულწრფელი სურვილები იოლად გაალღობს და გაათბობს.

ნუ დაგენანებათ ის, რაც არ ახდა
ახალი წელი ”მხოლოდ მასთან”, ”მხოლოდ Dior-ის კაბაში”, ”მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტზე” და ა.შ. - შესაძლოა, ყველა ეს განზრახვა კარგიცაა. თუმცა მათი წყალობით, შეიძლება დღესასწაული გააფუჭოთ. იმიტომ, რომ არც საკუთარ თავს და არც გარემოებებს მანევრირების სივრცეს არ უტოვებთ.

იდეალური დღესასწაული - როცა ყველაფერი მაშინ და ისე ხდება, როგორც ოცნებობდით და გეგმავდით - რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველ წელიწადს - არა და თუ რამე ისე არ აეწყო - წვრილმანს ტრაგედიად ნუ გადააქცევთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ცოცხალი და საღ-სალამათი ხართ, ამიტომ დღესასწაული იმით შექმენით, რაც გაქვთ და არის. საჩუქრებში კი, თუნდაც ყველაზე სულელურში, ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რისთვისაც ძალიან მადლიერი დარჩებით.

გადახედეთ თქვენს დაპირებებს
მიჩნეულია, რომ დარღვეული პირობა, ან შეუსრულებელი დანაპირები ადამიანს შემოსავლისა და წარმატებისკენ გზას უღობავს. თუ ძველი ვალდებულებები გვაქვს აკიდებული - ან ვასრულებთ მათ, ან პატიოსნად ვაღიარებთ სხვების წინაშე, რომ დანაპირების შესრულება არ შეგვიძლია. ვამოწმებთ ფოსტას და ვპასუხობთ ძველ წერილებს, ვიშორებთ ”კუდებს” სამსახურში, გადადებული ყუთიდან გადადებული პროექტები ამოგვაქვს და ა.შ. (თავად უკეთ უწყით, რით გრძელდება ეს ნუსხა). და დაიმახსოვრეთ, არანაირი ”ხვალ”, დედლაინი უკვე გუშინ იყო.

პრაქტიკული საქმეები
გაისტუმრეთ და დაიბრუნეთ ვალები: წინასაახალწლო დღეები ვალების დასაბრუნებლად მშვენიერი დროა. არაფერი ისე არ გახსამს ფრთებს, როგორც იმის შეგრძნება, რომ ვალში არავისთან ხარ. თუკი თქვენი მართებთ, საახალწლო ხარჯი კარგი საბაბია საკუთარი თავის შესახსენებლად და იმით დაინტერესებისთვის, ხომ არ შეუძლიათ, ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნონ ვალი.

იზრუნეთ თქვენს სახლზე
არ შეიძლება, ახალ წელს მოუვლელი სახლით დახვდეთ, რომელშიც შესაკეთებელია ონკანი, წიგნების თაროზე საუკუნის მტვერია, მაცივარი კი ვადაგასული პროდუქტითაა გატენილი. ყოველგვარი სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ გაბზარულ თუ გვერდმომტვრეულ ფინჯნებსა და ჭიქებს, გაღუნულ ჩანგლებს, დაკაწრულ ქვაბებს, მკვდარ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. უახლოესი უქმეები ბინის მოწესრიგებას დაუთმეთ. დღესასწაულის წინა დღეებში სხვა საზრუნავი გაგიჩნდებათ.

გარდერობის რევიზია
აუცილებლად შეიხედეთ გარდერობში. ყველაფერი, რასაც გასულ წელს ერთხელაც არ დაუტოვებია მიჩენილი ალაგი, კოხტად ჩადეთ პაკეტებში და გაიტანეთ სახლიდან - აუცილებლად მოიძებნება ვინმე, ვინც სათანადოდ გამოიყენებს, თქვენც მოძებნეთ. ნუ შეგეშინდებათ მათთან განშორების - ძველის ადგილზე ახლები მოვა. და აუცილებლად გათავისუფლდით ულამაზო თეთრეულისგან.

გეგმა თუ გაქვთ?
შეადგინეთ გეგმა. ერთადერთი ხერხი იმისთვის, რომ არ გაგიჟდე და არც არაფერი დაგავიწყდეს - აუცილებელი საქმეების, შენაძენების, ზარების, ვიზიტების, საჩუქრებისა და მილოცვების ზუსტი გეგმის გაწერაა. მაშინვე გასაგები გახდება, რას ვასწრებთ და რას - არა. ზოგს მაშინვე ამოშლით, ზოგს მეორეხარისხვოვანთა რიგში მოიაზრებთ და ასე დახარისხდება.

გავაკეთეთ დაგეგმილი საქმე? - მოვნიშნავთ და დავივიწყებთ. თავად შემცირებადი სიაც მშვენიერი ფსიქოლოგიური საყრდენი იქნება, ხოლო განსაკუთრებით მოსაწყენი და უსიამოვნო საქმეებისთვის საკუთარ თავს პატარა წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთეთ.

დააჯამეთ შედეგები
როგორი დაკავებულიც უნდა ვიყოთ, აზრი აქვს, ერთი-ორი მშვიდი საათის მოძებნას და გასული წლის შედეგების დაჯამებას. რა გამოვიდა, რამ გაგიცრუათ იმედი, რამ გაგახარათ. გარდა კითხვისა ”რა?”, საკუთარ თავს ისიც ჰკითხეთ - ”რატომ?”

გააანალიზეთ ქცევის წარმატებული და წამგებიანი სტრატეგიები, სულელურ საქციელთა მიზეზები, შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა. მაგრამ! არანაირი შეფასებები და თვითგვემა - მხოლოდ ფაქტები! ფიქრების და განსჯის შედეგის ჩაწერა დღიურში ან ბლოკნოტში შეიძლება, რომ წლების მერე უკან მოიხედო და ამაყად თქვა: ”ხომ შევძელიო”.

იფიქრეთ იმაზე, რისი მიღება გსურთ
წარსულთან გამომშვიდობების მერე მომავალზე დაფიქრებაც შეიძლება. გრაფი კალიოსტრო ამბობდა - გრძნობითი იდეების მატერიალიზაცია - არც ისეთი გაუგონარი ჯადოქრობააო. დაწვრილებით აღწერილი, ნაფიქრი და ნაგრძნობი სურვილების სია - პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ეს სურვილები ახდეს. ხანდახან კარგი შედეგი აქვს იმასაც, როცა სიას გამოსაჩენ ადგილას ათავსებ, ან სოცქსელში აქვეყნებ - იქნებ რომელიმე მეგობარმა თოვლის ბაბუობაც მოინდომოს. საინტერესო ექსპერიმენტის გაკეთებაც შეიძლება - მისწერო საკუთარ თავს, ან ჩაწერო გზავნილი - მომავალი მაისისთვის, ივლისისთვის, ან სექტემბრისთვის, დაბადების დღისთვის, მომავალი ახალი წლისთვის ...