როგორ შევქმნათ საუკეთესო ვებსაიტი მარტივად?




ებგვერდი თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სამყაროში ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი მნიშნელოვანი ელემენტია. დღეისათვის ბაზარზე არსებული ყველა კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გაზარდოს გაყიდვებისა თუ გაწეული მომსახურების რაოდენობა და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სერვისების შესახებ.

როგორ შევქმნათ საუკეთესო ვებსაიტი მარტივად?
როგორ შევქმნათ საუკეთესო ვებსაიტი მარტივად?

ვებგვერდი თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სამყაროში ბიზნესის საკეთებლად  ერთ-ერთი მნიშნელოვანი ელემენტია.  დღეისათვის  ბაზარზე არსებული ყველა კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გაზარდოს გაყიდვებისა თუ გაწეული მომსახურების რაოდენობა და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სერვისების შესახებ. ვებგვერდი კი აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მნიშვნელოვანი ატრიბუტს წარმოადგენს, ვინაიდან ვებსაიტის დამხარებით მომხმარებელს მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კომპანიის თითოეული დეტალის შესახებ, გაეცნოს საქმიანობას, პროდუქციის კატალოგს და მომსახურების პირობებს,  თანამედროვე ტექნოლოგიები კი უფრო მეტად ამარტივებს ურთიერთობას მომხმარებელთან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია გქონდეთ წარმატებული და ცნობადი ბიზნესი თუ არ გექნებად კარგად გამართული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ვებსაიტი.

იმისათვის, რომ კარგად გავერკვიოთ თუ როგორ შევქმნათ საუკეთესო ვებსაიტი ჩვენი ბიზნესისათვის Smart Brain – ესაუბრა ვებ სააგენტო Best Web– ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, რომელიც დაგეხმარებათ ზოგადი ინფორმაციის მიღებაში თუ რა დაგჭირდებათ ვებგვერდის შესაქმნელად და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი დაორგანიზებისას

1.      დომენის შეძენა

დომენი არის ვებგვერდის მისამართი, მაგალითად ჩვენი ვებგვერდის დომენს წარმოადგენს : www.bestweb.ge

2.      ჰოსტინგი

თქვენ შეგიძლით შეიძინოთ ნებისმიერი ტიპის დომენი : ge.org.ge, .com.ge, .edu.ge, .pvt.ge, .net.ge და ა.შ. დაბოლოვებით.  დომენის გარეშე ვებგვერდის გამოყენება შეუძლებელია.  სასურველია დომენის დასახელება იყოს რაც შეიძლება მარტივად აღსაქმნელი მომხმარებლისთვის, მოკლე და შეესაბამებოდეს კომპანიის აბრევიატურას ან მეტყველებდეს მის საქმიანობაზე.

ჰოსტინგი არის ვებსივრცე, რომელზეც თავსდება თქვენი ვებგვერდის ყველა ფაილი და რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თუ თქვენი ჰოსტინგი გაითიშა ან გაუქმნდა ავტომაურად გაითიშება თქვენი ვებგვერდიც და მიუწვდომელი იქნება თქვენი კომპანიის აუდიტორიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ვებ-ჰოსტინგი იყოს მაქსიმლურად დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ტექნიკური მხარდაჭერით, რომ ვებგვერდი არ გაითიშოს ან წაიშალოს.

3.      ვებსაიტის დამზადება

დღეისათვის ბაზარზე არსებობს ძალიან ბევრი კომპანია თუ ფიზიკური პირი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ვებგვერდის დამზადებას 100 ლარიდან.

ვებგვერდის დამზადების ფასი დამოკიდებულია სამუშაოს სირთულესა და დროზე, მაგალითად თუ გსურთ მარტივი დიზაინის მქონე ვებ-გვერდი ყველანაირი რთული ფუნქციონალის გარეშე  შეიძლება გარისკოთ და  ასეთ ვებ-საიტში  გადაიხადოთ 100 ლარი, მაგრამ გაითვალისწინეთ თუ თქვენ ითხოვთ განსაკუთრებული დიზაინის მქონე ვებ-გვერდის დამზაებას სხვადასხვა საჭირო ფუნქციონალით მასში 100 ან 200 ლარის გადახდა სამომავლოდ ძალიან ბევრ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რაც უახლოეს მომავალში საჭიროებას შეგიქმნით შექმნათ ვებგვერდი თავიდან.

ამიტომ სჯობს ერთხელ გადაიხდოთ ცოტა მეტი და იყოთ დაზღვეული, რომ თქვენს ვებგვერდს რამე პრობლემა არ შეექმნება, ასევე ყურადღება გაამახვილეთ შეარჩიოთ საიმედო დეველოპერი, მაგალითად ჩვენი ვებდეველოპერები მუდმივად ზრუნავენ თითოეული შექმნილი ვებგვერდის უსაფრთხოებასა და მუშაობაზე, ჩვენ არ ვტოვებთ არც ერთ მომხმარებელს უყურადღებოდ და უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უფასოდ ვუწევთ მათ დამხარებას რაიმე პრობლემის ან გაუგებრობის შემთხვევაში.

ყველაზე კარგი იქნება თუ თქვენი ვებგვერდის მუშაობაზე მთლიანად იქნება პასუხისმგებელი შემქმნელი კომპანია, ასე მეტად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, ვინაიდან შეუძლებელი ხდება თქვენი კომპანიის ვებგვერდს რაიმე სახის  ხარვეზი ან პრობლემა შეექმნას.