როგორ ვებრძოლოთ სამსახურში ემოციურ გადაწვას?




2019 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პროფესიული გადაწვა, ოფიციალურად აღიარა ექიმთან ვიზიტის მიზეზად.

როგორ ვებრძოლოთ სამსახურში ემოციურ გადაწვას?
როგორ ვებრძოლოთ სამსახურში ემოციურ გადაწვას?

2019 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პროფესიული გადაწვა, ოფიციალურად აღიარა ექიმთან ვიზიტის მიზეზად. ემოციური გადაწვის სინდრომი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევაა. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი, სამსახურში არსებული რუტინა და უპერსპექტივობის განცდაა. როგორ ამოვიცნოთ ემოციური გადაწვის სინდრომი, რა რისკებს უკავშირდება და როგორია მასთან ბრძოლის ხერხები? ამ კითვებზე პასუხის გასაცემად,  სპეციალისტების რჩევებს გთავაზობთ.

რა არის ემოციური გადაწვა?

ტერმინი, რომელიც სიტყვიდან „burn out“ ითარგმნება, 1974 წელს დაამკვიდრდა ამერიკელმა ფქისიატრმა ფრეიდენბერგმა. თანამედროვე განმარტებით, პროფესიული
გადაწვა არის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვა, რომელიც ვლინდება სოციალური სფეროს პროფესიის წარმომადგელებში და რომელიც, სამსახურში არსებული ქრონიკული სტრესის შედეგია.

როგორია პროფესიული გადაწვის სიმპტომები?

ემოციური გამოფიტვა, მოტივაციის დაცემა და ენერგიის უკმარისობა სამუშაოსგან დისტანცირება, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ან ცინიზმის გამოხატვა შრომის უნარიანობის დაქვეითება

სპეციალისტები, ემოციურ გადაწვას სამ სტადიად ყოფენ:

გამოფიტვა, რომელსაც თან ახლავს პროტესტი და გაღიზიანება . დეპრესია და აპათია, როცა უკვე ყველაფერი სულ ერთია და ადამიანი სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.

რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ემოციურმა გადაწვამ?

პრობლემას ქმნის ის, რომ ადამიანები სპეციალისტებს მაშინ მიმართავენ, როცა ამ სიმპტომების შედეგებს გრძნობენ, და არა თავად სიმპტომებს. აშშ-ში, თითქმის 9 000 ზრდასრული ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სამუშაო ადგილზე გადაწვა, გულსიხლხძღარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.

ამასთან, არაერთი კვლევის მიხედვით, ემოციური გადაწვა კავშირშია ქოლესტერინის მაღალ შემცველობასთან, დიაბეტთან, ქრონიკულ დაღლილობასთან, თავის ტკივილებთან, სასუნთქი გზების პრობლემებთან, ქალისშიდა წნვეის მკევრთი მატებასთან, ინსულტთან და ნაადრევ ასაკში გარდაცვალებასთანაც კი.

როგორ გავარჩიოთ გადაღლა, გადაწვისგან?

გადაღლა იმაზე მიანიშნებს, რომ შვებულება, ან თქვენი სამუშაოს სტრუქტურის შეცვლა გჭირდებათ. გადაწვა კი ნიშნავს, რომ რომ თქვენ ჩიხში – ამ დროს გიჩნდებათ განცდა, რომ თქვენს საქმიანობას აზრი არ აქვს.

 რა იწვევს გადაწვას?

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეალურ სამუშაოსა და თქვენს მოლოდინს შორის არსებული განსხვავებაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გრძენლდება.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ მივიდეთ ემოციურ გადაწვამდე?

ემოციური გადაწვის ასარიდებლად, ერთი კონკრეტული გზა არსებობს, თუმცა რამდენიმე მომენტის გათვალისწინება, დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში:

შეადგინეთ დღის ეფექტური რეჟიმი – გამორიცხეთ გაღვიძებისთანავე სმარტფონებთან ან კომპიუტერთან კონტაქტი, თუნდაც მნიშვნელოვანი შეტყობინება გქონდეთ შესამოწმებელი. თუ დღეს პირდაპირ სამუშაო განწყობით დაიწყებთ და გამოტოვებთ დილის ისეთ კომპონენთებს, როგორიცაა საუზმე ან შხაპი, თავს დილიდანვე სტრესში ჩაიგდებთ.

დაისვენეთ – დღის მანძილზე, მოუწყეთ თქვენს თავს განტვირთვის წუთები, მაგალითად, კონკრეტული დავალების შესრულებისას იფიქრეთ, რომ როგორც კი მას თავს გაართმევთ, ჭიქა ყავას მოიდუღებთ ან მეგობარს მოიკითხავთ.

შეადგინეთ პრიორიტეტები – ემოციური გადაწვის ერთ-ერთ მიზეზად, სპეციალისტები ასახელებენ ადამიანის სურვილს, ჰქონდეს ყველაფერი ერთად. გახსოვდეთ, რომ ყველა საქმეს თავს ერთდროულად ვერ გაართმევთ და საკუთარი თავისადმი ზედმეტი მოთხოვნების დაწესება, თვითშეფასების დაქვეითებამდე მიგიყვანთ.

მოახდინეთ თვქენი კარიერის გაანალიზება – საორიენტაციოდ, აიღეთ ერთი წელი და დააკვირდით, როგორ იცვლება ამ დროის მანძილზე თქვენი მიზნები, სიტუაცია სამსახურში და ზოგადად, ბაზარზე.

მეტად იურთიერთეთ უფროსთან – არ შეუშინდეთ, გახდეთ დიალოგის ინიციატორი. დააზუსტეთ, რას აკეთებთ სწორად და რის დახვეწა არის საჭირო თქვენს საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია იკითხოთ, კიდევ რას ელიან თქვენგან ხელმძღვანელი პირები და რის მიღწევას შეძლებდით. თუ კი მცდელობის მიუხედავად, თვენს თავს მაინც ვერ დაინახავთ კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე, არ შეგეშინდეთ ცვლილებების.

ამის მაგალითი, სან დიეგოში მცხოვრები დევიდის ისტორიაა – ,,მერჩივნა ვყოფილიყავი უსახლკარო, ვიდრე ბანკში მემუშავა“, – ამბოს დევიდი, რომელმაც საბანკო სფეროში 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური მიატოვა და ძაღლების თავშესაფარში დაიწყო მუშაობა იმ მიზნით, რომ გამოცდილებას მიიღებდა და ერთ წელიწადში, თავად გახსნიდა თავშესაფარს. თუმცა პროცესში, მიხვდა რომ ძაღლებისთვის ფოტოების გადაღება მისი მოწოდება იყო და დღეს, ეს მის ჰობთან ერთად, შემოსავლის წყაროცაა.