მეგადორსი - ევროპული სტანდარტების ქართული კარი




კომპანია ქართული და უცხოური ბაზრისთვის აწარმოებს ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის ინტერიერის, ლითონის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ კარებს.

მეგადორსი - ევროპული  სტანდარტების ქართული კარი
მეგადორსი - ევროპული სტანდარტების ქართული კარი

 2017 წელს , სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის 25 წლიანი გამოცდილების შემდეგ, შ.პ.ს „ოცნება“- მ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „მეგადორს“-ის ახალი საწარმო გახსნა. კომპანია ქართული და უცხოური ბაზრისთვის აწარმოებს ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის ინტერიერის, ლითონის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ კარებს. დაარსების დღიდანვე კომპანიამ მიზნად დაისახა, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციური და ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

M: რა არის ის განსაკუთრებული უპირატესობა რაც თქვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას გამოარჩევს?


კომპანიისათვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალები. ხის მასალად, კომპანია იყენებს მხოლოდ  უახლესი ტექნოლოგიებით დამუშავებულ 12%-ამდე გამომშრალ პირველი ხარისხის ფიჭვს, რომლის იმპორტირებასაც ახორციელებს ბელარუსიიდან, ხოლო MDF-ის პანელების იმპორტირება ხდება ავსტრიული კომპანია ‘’Kronospan’’-დან. რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანია ‘’მეგადორს’’-ი მომხმარებელს სთავაზობს გერმანული კომპანიის სეურლანდის კარის პანელებს, რომელიც უზრუნველყოფს 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას და კარის სიმყარეს, ხოლო ბრიტანული HALSPAN-ის პანელი ცეცხლმედეგობას. „მეგადორს“- ი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და 120 წთ-იანი ცეცხლმედეგი კარების წარმოებისთვის.

 უმაღლესი ხარისხის ნედლეული, თანამედროვე ციფრული დაზგა - დანადგარები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, საშუალებას გვაძლევენ შევქმნათ პროდუქცია, რომელიც  გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე. 

M:  ახდენთ თუ არა თქვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს? თუ ახდენთ რომელ ქვეყნებში.


‘’კომპანია მეგადორს’’-მა აქტიურად დაიწყო პროდუქციის ექსპორტირება და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მხოლოდ 2 წელიწადია დომინირებს, უკვე ახორციელებს ექსპორტს პოლონეთში. შემდეგი ნაბიჯი სომხეთში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში  ექსპორტის დაწყებაა. 


 

M: გვესაუბრეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.


როგორც მოგახსენეთ კომპანია მეგადორსი უკვე ფლობს, BM TRADA-ს სერტიფიკატს და ამ ეტაპზე, მეორე საერთაშორისო სერტიფიკატზე, ISO 9001:2015 - ზე მუშაობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულება და კომპანიას საშუალება მიეცემა, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება შესთავაზოს საკუთარ მომხმარებელს. 
ამჟამად, კომპანია ინტენსიურად მუშაობს უცხოური ბაზრისთვის პროდუქციის შეთავაზებაზე და პარტნიორი ქვეყნების რიცხვის გაზრდაზე. ასევე, გეგმავს საკუთარი სამღებროს გახსნას, ამის გარდა, ეტაპობრივად შეითავსებს შპონის (ნატურალური ხის ანათალის) კარების წარმოებასაც.
 ასევე კომპანია ფიქრობს გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი და დანადგარების განუსაზღვრელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გეგმავს ავეჯის წარმოებასაც.

 

M:  გაქვთ თუ არა რაიმე სახის სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებისთვის?


‘’მეგადორს’’-ი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე და თავაზობს ტექნიკური მენეჯერისგან კონსულტაციაც, კომპანიის წარმომადგენლების მიერ ადგილზე  ვიზიტს, ზომების აღებას და მიტანის სერვისს.  რაც მთავარია ეს მომსახურება სრულიად უფასოა. კომპანიის მიზანია, კარის ყიდვის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო გახადოს და მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი, უმოკლეს დროში,  ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს. 
მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს ვთავაზობთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ გვაქვს რამდენიმე კოლექცია: ეკონომი, კლასიკი, მოდერნი, პრესტიჟი, ეკო-კლასიკი და სპეც-კოლექცია. ჩვენი თავბრუდამხვევი არჩევანი ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილზეა დამოკიდებული. ასევე ნახავთ, იატაკის დეკორატიულ ლარტყებს, კედლის დეკორატიულ პანელებსა და მასიური მუხის პარკეტს, რომელსაც არ სჭირდება ზედაპირის დამატებითი დამუშავება, საჭიროებს პირდაპირ დაგებას.


M:  რა უნდა იცოდეს და რა  რჩევას მისცემდით მომხმარებელს კარის შესაძენად?


სასურველი იქნება, თუ შეკვეთისას მომხმარებელი ინფორმირებული იქნება ჩვენს ხარისხსა და სერვისის შესახებ. აუცილებელია, რომ იქონიოს ინდივიდუალური ღიობების საორიენტაციო ზომები. პროდუქციის მახასიათებლებზე და სხვა დეტალებზე პასუხს შოურუმებშიც მიიღებენ. აუცილებელია პირობაა, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ იმ კარის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რომლის შეძენასაც აპირებს. ხაზგასასმელია, რომ ჩვენი კარი სააბაზანოს პირობებში გამოსადეგია, შხეფსა და ორთქლს მარტივად გაუმკლავდება, ხოლო მთავარია იმის ცოდნა, რომ კარის ზედა და კვედა ნაპირები უნდა მოვარიდოთ წყლის ზემოქმედებას. საძინებლებსა და სააბაზანოში რეკომენდირებულია აკუსტიკური კარი, რომელიც 28-30 დცბ-მდე ხმაგაუმტარია, ხოლო თუ თქვენი უსაფრთხოება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გირჩევდით ცეცხლმედეგი კარის საშუალებით დააზღვიოთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების სიცოცხლე.
მეგადორსი გისურვებთ წარმატებას, წინსვლას, უსაფრთხო და მშვიდ გარემოს საყვარელ ადამიანებთან ერთად.